შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

„მთის გზების“ პროექტის პარალელურად, გზის რეაბილიტაციის 2 პროექტი მსოფლიო ბანკის, ხოლო 3 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა.

პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გსაერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს