„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „2019 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, კომპანიამ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივი და წარმატებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, როგორც ენერგეტიკული დარგის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ მიმართულებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ 20-მდე კერძო თუ საჯარო პროფესიულ სასწავლებლებთან, ძირითადად ელექტროინჟინერიის მიმართულებით. პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა და სტაჟირება მომავალი დასაქმების რეალური პერსპექტივით. კომპანიაში ყოველწლიურად ხორციელდება სტუდენტთა "საზაფხულო დასაქმების" პროგრამა. წარჩინებული სტუდენტების წახალისების მიზნით, ყოველთვიურად სტუდენტებს ვუხდით სტიპენდიებს, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში,“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გაიმართა 30 ივლისს სასტუმრო „სტამბაში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დარგის 150-მდე კომპანიამ და პირმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა