ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბეირუთის გუბერნატორმა მარუან აბუდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფრებში გადაჰყავს და წყლითა და საკვებით ამარაგებს.

გუბერნატორი აცხადებს, რომ აფეთქებისგან მიყენებული ზარალი 3-5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ბეირუთის სახანძრო სამსახურის 10 წევრი დავკარგეთ. რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ის 3-5 მილიარდი დოლარი, ან შეიძლება მეტიცაა,“- განაცხადა მარუან აბუდმა.

შეგახსენებთ, ბეირუთში გუშინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზარდა. ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს