რომან კაკულია - დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ე.წ. შიდა მოთხოვნაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობენ ქვეყნის მართვას

დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ე.წ. „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის მართვას ანდობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველოა, აქვს გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც. დეპუტატი ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობას, რომლებიც „გარე დაკვეთებზე“ მუშაობენ.

„გამოწვევათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველთვის იარსებებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „გარე დაკვეთაზე“ იმუშავებენ და ამიტომ მხოლოდ ის ხალხი შეძლებს დემოკრატიის აშენებას, რომელიც მკაფიოდ შეეცდება დააფიქსიროს ის პოლიტიკური ძალები და მათ მისცეს მართვის სადავეები, რომლებიც „შიდა დაკვეთაზე“ არიან ორიენტირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს დემოკრატია. ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრი ხალხი და საზოგადოება არსებობს, მაგრამ დემოკრატიას ყველა ვერ აშენებს. ამას მხოლოდ ის საზოგადოება ახერხებს, რომელიც, „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობენ ქვეყნის მართვას, რომლებიც შემდეგ წარმატებულად შეძლებენ დაამყარონ ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პატრტნიორთან“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა