ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებით, შსს-ში გამოკითხვაზე დღესაც მივა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღესაც მივა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ლობჟანიძემ განუცხადა.

ლობჟანიძის თქმით, ის უწყებაში დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად დღეს, 10:00 საათზე მივა. მისივე განმარტებით, გუშინ მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.

როგორც ის აცხადებს, გუშინ შსს-ში ასევე იმყოფებოდა მარიამ ვარდიაშვილიც.

ცნობისთვის, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრავიდეოს“ განუცხადა, სოციალური ქსელების გამოყენებით, ის საქმის დამოუკიდებლად გამოძიებას ცდილობს. მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნების შემდეგ კი ის თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერასა და ერთობლივად გადაღებული ფოტო-ვიდეოების გასაჯაროებასაც გეგმავს.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მას ფიზიკურად 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, რადგან ბაჩალიაშვილს კომპანია „ზეგიდან“ წამოსვლამდე გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად დრო სჭირდებოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო