ანა დოლიძე - თსუ-ს რექტორის არჩევნების პროცესში ძალიან სერიოზული ხარვეზი იყო დაშვებული

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების პროცესში „ ძალიან სერიოზული ხარვეზი“ იყო დაშვებული.

დოლიძის თქმით, შემაჯამებელი ოქმი მიღებულია საარჩევნო პროცედურის დარღვევით, რის გამოც უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ ხელმძღვანელად.

“არჩევნების პროცესში იყო დაშვებული ძალიან სერიოზული ხარვეზი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. საქმე ისაა, რომ არჩევნების ჩატარების პროცედურის თანახმად, აუცილებელი იყო, რომ საარჩევნო კომისიის ყველა წევრს მოეწერა ხელი შემაჯამებელ ოქმზე. სინამდვილეში, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს, რევაზ აფხაზავას ამ ოქმზე ხელი მოწერილი არ აქვს. შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმი ვერ ჩაითვლება ნამდვილად და სამართლებრივი ძალის მქონედ. შემაჯამებელი ოქმი მიღებულია საარჩევნო პროცედურის პირდაპირი დარღვევის შედეგად. ჩვენ შემაჯამებელი ოქმი გავასაჩივრეთ თავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოვითხოვეთ მისი ბათილობა. პროგრესის ცენტრთან ერთად ვაპირებთ, რომ ეს ოქმი გავასაჩივროთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, მსგავსი დარღვევით ის არის ბათილი და შესაბამისად, რექტორის არჩევნები და არჩევნების შედეგად დამდგარი შედეგი ვერ ჩაითვლება ნამდვილად. დღეის მდგომარეობით, სანამ არ გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ ხელმძღვანელად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩიეს. რექტორის არჩევნებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი შარვაშიძემ საბჭოს 32 წევრის ხმა მიიღო. უნივერსიტეტის რექტორის პოსტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა