მიხეილ რამიშვილი - ვითხოვთ, შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, უწყება ცდილობს საზოგადოებაში გაავრცელოს აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა.

„მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, რომ თამუნას ფსიქოლოგი ჰყავდა, რომ მის საქმეში აღმოჩენილია წერილი, აბები და მერე უკვე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაავრცელეს, რაც პირდაპირ უთითებს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირ ვერსიაზე არ მუშაობდნენ“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ რამიშვილი - ვითხოვთ, შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, უწყება ცდილობს საზოგადოებაში გაავრცელოს აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა.

„მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, რომ თამუნას ფსიქოლოგი ჰყავდა, რომ მის საქმეში აღმოჩენილია წერილი, აბები და მერე უკვე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაავრცელეს, რაც პირდაპირ უთითებს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირ ვერსიაზე არ მუშაობდნენ“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია