გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ევროპის მწვანეთა პარტია“ დაეთანხმა „საქართველოს მწვანეთა პარტიის” მოთხოვნას, არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნაზე

დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ევროპის მწვანეთა პარტია“ დაეთანხმა „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნაზე.

„რამდენიმე დღის წინ „საქართველოს მწვანეთა პარტიამ“, როგორც „ევროპის მწვანეთა პარტიის“ თანადამფუძნებელმა და მმართველი საბჭოს წევრმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლებად მოიწვია „ევროპის მწვანეთა პარტიისა“ და ევროპის პარლამენტის „მწვანეთა ფრაქციის“ წარმომადგენლები!

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ აგრეთვე მოამზადებს რეზოლუციის პროექტს ჩატარებული არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ „ევროპის მწვანეთა პარტიის“ 2020 წლის ვარშავის საბჭოსთვის“,-აღნიშნულია გია გაჩეჩილაძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა