„აიპლიუსი“ მომხმარებლებს საზაფხულო ფასდაკლებების ფარგლებში საჩუქრების ფართო არჩევანს სთავაზობს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „აიპლიუსი“, მომხმარებლებს საზაფხულო ფასდაკლებების ფარგლებში საჩუქრების ფართო არჩევანს სთავაზობს. 20 აგვისტოს ჩათვლით, ახალი მოდელების სპეციალურ ფასად შეძენისას (iPhone 11/11pro/11Pro Max), საჩუქრად გელოდებათ 2020 წლის Samsung Galaxy A01, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„აიპლიუსიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, საზაფხულო აქციის ფარგლებში, ფასდაკლებები აქსესუარების შეძენასა და ტექნიკური მომსახურებაზეც გავრცელდება. 50%-მდე ფასდაკლებებით ისარგებლებთ ბრონირებულ დამცავებსა და ქეისებზე, ხოლო დაზიანებული შუშის შეცვლას ასევე 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

„რატომ უნდა დახარჯოთ ფული Samsung-ის შეძენისას? როდესაც შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი iPhone და დამატებით მიიღეთ უახლესი Samsung. მეორე ტელეფონის აქცია საკმაოდ პოპულარულია და ძალიან მოსწონთ ჩვენს მომხმარებლებს, რადგან iPhone-ს თავად შეიძენენ, 2020 წლის Samsung-ს კი ხშირად საჩუქრად იყენებენ. ამასთან გრძელდება საჩუქრების არჩევის აქცია, მეორე ტელეფონის ნაცვლად შეძლებთ შეარჩიოთ JBL-ისწყალგამძლე დინამიკიან JBL-ის Wireless ყურსასმენიც. რათქმაუნდა, აქციები გავრცელდება სხვა მოდელების შეძენისასაც, სადაც ასევე გელოდებათ მეორე ტელეფონი და ბრონირებული დამცავი“, - აცხადებს პეკინის ფილიალის მენეჯერი ირაკლიჭანკვეტაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს