თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი გამოძიებაზე - ძალიან დაბნეულ სიტუაციაში არიან, ვერ ყალიბდებიან

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის გამოკვლევა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული დასკვნა კი უკვე მზად არის, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყება ძალიან დაბნეულ მდგომარეობაშია და ვერ ყალიბდებიან, რა დროს, რა განცხადება უნდა გააკეთონ.

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ ნერვიულობენ, თითქოს ფაციფუცობენ, ვაი, რაღაც ისეთი არ ნახონო. ნუ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იმიტომ, რომ ასეთი შრომატევადი სამუშაო ჰქონდა თამუნას და ვერაფერს ვერ ვაგნებთ. დღეს კიდევ მიდის საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა დასრულებული არის ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაკავშირებულია პერსონალურ კომპიუტერთან და გუშინ ვგებულობთ, რომ ჯერ კიდევ არ არის სამუშაო ბოლომდე დამთავრებული. თუ პერსონალურ კომპიუტერთან ბოლომდე სამუშაო არ არის დამთავრებული, როგორ შეიძლება, დასკვნა იყოს დასრულებული ჩემამდე არ დადის. ყოველ დღე მატულობს სამუშაო და დასკვნა თითქმის მზად არის. მათ მიერ გაკეთებული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის,შეუსაბამოა სამუშაო პერიოდი და ამას კიდევ ემატება მობილური ტელეფონისადმი განხორციელებული მუშაობის პროცესი. თვითონ არიან ძალიან დაბნეულ სიტუაციაში, ვერ ყალიბდებიან, რა დროს, რა განცხადება უნდა გააკეთონ", - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა