„ჯეოქეისის“ ორგანიზებით პოსტ - პანდემიურ ეკონომიკაზე დისკუსია გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება პანდემიისშემდგომ“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს.

„ჯეოქეისი“-ს გამგეობის წევრმა, ბაქარ ფალავანდიშვილმა ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია.

„პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს აქვს არჩევანი - განაგრძოს ეკონომიკური განვითარების არსებული კურსი, რაც მოიცავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის შედარებით უპირატესობებზე (ტურიზმი, ენერგეტიკა, ა.შ.) აქცენტით ან ამ პოლიტიკასთან ერთად ეცადოს, განავითაროს ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით.

ამ მიზნით, სახელმწიფოს პოლიტიკა შეიძლება იყოს უფრო მეტად ამბიციური, კონცენტრირებული და გრძელ ვადაზე გათვლილი. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების არსებული დონე საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური რეაგირება მოახდინოს ე.წ. „საბაზრო ჩავარდნის“ შემთხვევებზე და უზრუნველყოს მეტი კოორდინაცია დაფინანსების ახალი წყაროების, კვლევა-განვითარებისა და სამუშაო ძალის უნარების ამაღლების კუთხით“, - განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ხელისუფლებას აქვს უფლებაც და ვალდებულებაც უფრო აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკურ პროცესებში, ვიდრე ოდესმე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის აზრით, რამდენად მზად დახვდება საქართველოს ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდს, მეტწილად დამოკიდებული იქნება საფინანსო სისტემის მდგრადობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს აქტიურ ინტერვენციებზე შეინარჩუნოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა.

კომერციული სამართლის სპეციალისტმა, ლევან კოკაიამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მეტი გააქტიურების აუცილებლობა არსებობს.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ გეგმავს ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გაგრძელებას და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ამ მიმართულებით რეკომენდაციების პაკეტის წარდგენას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს