პრემიერი - უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც, მერწმუნეთ, ეფექტიანად ვაკეთებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკებს ეფექტიანად მართავს.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეზღუდვები, რომელსაც მთავრობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ატარებს, როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაა განპირობებული.

„ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვირუსი არსად გაქრება და როგორც ჩანს, გლობალურად მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს, უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც, მერწმუნეთ, ეფექტიანად ვაკეთებთ, მიუხედავად, ცალკეული შემთხვევებისა და ამის კეთებას გავაგრძელებთ ეფექტიანად. მაგრამ აქ მარტო მთავრობის ძალისხმება არაა საჭირო. აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბოლო თვეების განმავლობაში და ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო არის როგორც ვირუსის მართვის წარმატებული ისტორია. ეს უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ საბოლოოდ, გლობალურად არ იქნება ვირუსი დამარცხებული. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები, რომ ჩვენი თავის, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელება და ეკონომიკური აღორძინება. შეუძლებელია, რომელიმე ცალკეულ ფრონტზე გამარჯვება, ამიტომ, როდესაც ჩვენ შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ და იძულებულები ვართ, მაგალითად, ისეთი შეზღუდვები დავაწესოთ, რომლის დაწესებაც მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე, მაგრამ, ამავე დროს, ეკონომიკაზე ზრუნვით. ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული“,- განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს