ლევან კობერიძე - „ლელოს“ აქვს სრული ძალა, რომ კანდიდატები წარმოადგინოს ყველა მაჟორიტარულ ოლქში

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში „ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარების გარღვევა“, მხოლოდ ახალი და ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნითაა შესაძლებელი.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელოს“ სტრატეგია, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა ჰყავს, სწორია.

"„ლელოს“ აქვს სრული ძალა, პოლიტიკური შინაარსი და ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ თავისი კანდიდატები წარმოადგინოს ყველა მაჟორიტარულ ოლქში. ვფიქრობ, ეს არის ის სწორი გზა და დაკვეთა, რასაც ითხოვს მოსახლეობა“,- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, დღეს „ლელო საქართველომ“ ქვეყნის 25 მაჟორიტარულ ოლქში პარტიის კანდიდატები წარადგინა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დარჩენილ 5 ოლქზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მათი დასახელება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025