იტალიაში ოთხი ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება

იტალიაში საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების ზრდაა.

„წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“- აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც კოლუმბიიდან, ან მისი გავლით მგზავრობენ, იტალიაში არ შეუშვებენ.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 481 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 251 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 35 000-ს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში ოთხი ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო