კახეთში ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

კახეთში ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

კახეთში ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე, მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

,,ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თუშეთში საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების და თუშეთის თემების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ომალოს, დართლოს, შენაქოსა და ჯვარბოსლის თემების წარმომადგენლებთან ერთად, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივები, მისი ფუნქციონირების, მართვასა და ზონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელსაქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.

ბიოსფერული რეზერვატი დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობები გაჩნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო