თეა ახვლედიანი - გავაგრძელებთ მუშაობას როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების მიზნით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, გამყოფ ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის შეფარდება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებები ხელს უშლის ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებასა და მშვიდობას.

როგორც მინისტრი აცხადებს, ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილისა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისთვის.

„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანის კომენტარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლომ მღებრიშვილის საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას