პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ოპოზიციური პარტიების მემორანდუმზე „ხელმოწერის აუცილებლობას ვერ ხედავს“

ნებისმიერი ამომრჩევლის მიერ, თუნდაც ჩვენი პარტიისთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი და მიცემული ხმა, უნდა იყოს დაცული, რაც არის საფუძველი არჩევნებზე ნების თავისუფალი გამოხატვისა,- ამის შესახებ განცხადებას პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, უკლებლივ ყველა პარტიისთვის ეს უნდა წარმოადგენდეს მორალითა და დემოკრატიის უნივერსალური პრინციპებით ნაკარნახევ ვალდებულებას და არა შეთანხმების შედეგად ერთმანეთის მიმართ აღებულ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე პარტიაში მემორანდუმზე ხელმოწერის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

„პირობას ვდებთ უპირველეს ყოვლისა ქართული საზოგადოებისა და ამომრჩეველის წინაშე, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ამომრჩევლის ხმებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის არჩევანს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, მიუხედავდ იმისა თუ რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ის პოლიტიკური ძალა, რომელთაც მათ დაუჭირეს მხარი,“- განაცხადეს პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში“.

ცნობისთვის, 30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში დეკლარაციას გააფორმებს. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, დეკლარაციას ის პარტიები მოაწერენ ხელს, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო