„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მე-7 სესიაზე, ორი წლის ვადით, სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფროაცმიით, ქართული სტატისტიკის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენელი UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას, ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს გამოცხადებული ნდობისთვის და საქართველოსა და UNESCAP-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია გამოვხატო გულწრფელი მადლიერება დღევანდელი სესიის დელეგატების მიმართ. მოხარული და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ, სტატისტიკის კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის რანგში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო, როგორც გაეროს სტატისტიკის კომისიის წევრი, თქვენი სანდო პარტნიორია, რომელიც განაგრძობს გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის მხარდაჭერას, მის წინაშე მდგარი ამოცანების მისაღწევად. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა. ბიუროს წევრები და მე ყველაფერს გავაკეთებთ

იმისთვის, რომ სტატისტიკის კომიტეტმა შეასრულოს დასახული მიზნები და მიაღწიოს წარმატებას, საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, გოგიტა თოდრაძემ ახლადარჩეული თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, ისაუბრა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე, ალტერნატიული მონაცემების მნიშვნელობაზე, სტატისტიკის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე.

UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის რიგით მე-7 სესია 26 აგვისტოს გაიხსნა და მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარის და ახალი წევრების არჩევნები სესიის პირველივე დღეს გაიმართა, რომელშიც UNESCAP-ის 50-ზე მეტი წევრი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UNSD, UNDP, UNICEF, UN WOMAN, FAO, IOM) მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბიურო სტატისტიკის კომიტეტის საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება. განახლებული ბიურო 6 წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოსთან ერთად, ინდოეთის, მალაიზიის, ფილიპინების, მონღოლეთის, და ფიჯის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებს.

რაც შეეხება UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტს, ის წარმოადგენს უმაღლესი დონის მთავრობათაშორის ფორმატს და სტატისტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

წინა მოწვევის ბიუროს 2018 წლიდან მალაიზიის სტატისტიკის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთის, ირანის, მიანმარის და სამოას სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს