სუროგაციის გზით შვილის ყოლას მარტოხელა მშობლები ვეღარ შეძლებენ

სუროგაციის გზით შვილის ყოლას მარტოხელა მშობლები ვეღარ შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ამისთვის წყვილს სულ მცირე ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვება.

კერძოდ, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის, აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ხელმომწერი მხარე ცვლილებების თანახმად, შეიძლება იყოს მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება არანკლებ ერთი წლის განმავლობაში, ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში სულ მცირე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

„ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა),“- აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნული წესი ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შედის.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა