07.07.2025 / 08:38
მინსკის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი და სამხედროები არიან მობილიზებული

დილის 7:00 საათიდან მინსკის ურუჩიეს ბაზიდან ბელარუსის დედაქალაქის ცენტრისკენ სპეცდანიშნულების რაზმის გარკვეული რაოდენობა დაიძრა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ იუწყება.

სამხედრო კოლონა დამოუკიდებლობის გამზირის გავლით, დამოუკიდებლობის მოედნისკენ გაემართა, სადაც ბელარუსის მთავრობის სახლი მდებარეობს. აქ დღეს ქვეყნის ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქციაა დაანონსებული.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები არ წყდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს