დავით ბაქრაძე - შესაცვლელია სიღარიბე, უყურადღებობა, უიმედობა და უპერსპექტივობა, ამას კი სჭირდება არჩევნებზე მოსვლა და ისეთი გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

დავით ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ქართული სოფლები ვერ განვითარდნენ, უმძიმესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. გიორგი ღვინიაშვილის თქმით კი, დღეს კახელი გლეხი სრულიად მიტოვებულია და ხელისუფლება მას არ აქცევს ყურადღებას. როგორც გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, საჭიროა ცვლილებები, რომელსაც ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად მოიტანს.

„დედოფლისწყარო და მთლიანად კახეთი ემზადება რთველისათვის, თუმცა საკმაოდ მძიმე ვითარებაა დღეს. რეალობა განსხვავებულია, დღეს ყურძნის ფასი მთავრობის სუბსიდიასთან ერთად არის 80 თეთრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი იმ სიღარიბის, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ სოფელში, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ კახელი გლეხისათვის და სწორედ ეს არის შესაცვლელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. შესაცვლელია სიღარიბე, შესაცვლელია უყურადღებობა, შესაცვლელია უიმედობა და უპერსპექტივობა, ამას კი სჭირდება არჩევნებზე მოსვლა და ისეთი გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, გლეხებმა არ იციან ვინ ჩაიბარებს მათ ყურძენს და რა ფასი ექნება მას.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამთაწყაროში, დედოფლისწყაროს რაიონში, ამ სოფელში და მის მიმდებარედ, ყველაზე ადრე იწყება კახეთში რთველი. თუმცა, დღეს როგორც ხედავთ, არცერთ გლეხს წარმოდგენა არ აქვს რომელ ქარხანაში უნდა წაიღოს ყურძენი, რა ფასი ექნება ყურძენს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს კახელი გლეხი, კახელი მევენახე არის მიტოვებული, ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რათა ყველა გლეხისა და მევენახის შრომა იყოს დაფასებული“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა