გერმანელი ლიდერები დემონსტრანტების რაიხსტაგში შეღწევის მცდელობას გმობენ

გერმანელი პოლიტიკოსები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამათული საპროტესტო აქციის მონაწილეეების რაიხსტაგში შეღწევის მცდელობას მწვავედ აკრიტიკებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ეს იყო „შეუწყნარებელი შეტევა დემოკრატიის გულზე“.

„ისინი მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო არიან,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა კი განაცხადა, რომ რაიხსტაგის შენობა პარლამენტის ადგილსამყოფელია და შესაბამისად, ლიბერალური დემოკრატიის სიმბოლური ცენტრია.

„ფაქტი, რომ ქაოსის წამომწყებები და ექსტრემისტები მას საკუთარი მიზნებისთვის ესხმიან თავს, ეს მიუღებელია“, - აღნიშნა მან.

ინციდენტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.

„პარლამენტის წინ გერმანიის რაიხის დროშების განთავსება, სირცხვილია,“- წერს ჰეიკო მაასი.

ცნობისთვის, შაბათს, ბერლინში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს 33 სამართალდამცავი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის საპასუხოდაც სამართალდამცავებმა ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს და 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბერლინის პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტზე შტურმი სცადა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო