ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია, ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.

„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდაცანც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, არავითარი საშიშროება იმის, რომ ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს.

„მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ მოსახლეობას, ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან ჩვენ შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, დავამარცხეთ თითქოს კოვიდი. არ დაგვიმარცხებია. თვითონ ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს. თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომელსაც ხშირად ვაჟღერებთ და შეიძლება მოსახლეობას მოვაბეზრეთ თავი, მაშინ იქნება საშიშროება, რომ ინფექცია გავრცელდეს ქვეყანაში. ეს ელემენტარული რეგულაციები არის პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ყველაზე კარგი პრევენციული საშუალება არის პირბადის ტარება. როგორც სიმპტომებიან, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრივ. უმორჩილესი თხოვნაა, რომ დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ პირბადე, მაღაზიებშიც აღარ ატარებენ უკვე, მოეშვნენ. ასევე ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ იცავენ დისტანციას, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ - პირბადე და დისტანცია, ეს არის კოვიდთან ბრძოლის მთავარი იარაღი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა