პაატა დავითაიას განცხადებით, ოპოზიციის შტაბი, რომელიც არჩევნებამდე შეიქმნება, ერთიანი სისტემით დაიწყებს მუშაობას

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრის პაატა დავითაიას განცხადებით, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგი, იმისთვის, რომ კვალიფიციურად მოხდეს ხმების დაცვა.

როგორც დავითაიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარტიებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც ეხება იმას, რომ ოპოზიციის შტაბი, რომელიც არჩევნებამდე შეიქმნება, ერთიანი სისტემით დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, შტაბი ფუნქციონირებას არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს და ის 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

„შტაბში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელსაც ოპერატიული კავშირი ექნება თავის პარტიასთან და კოორდინაციას მოახდენს შტაბის სისტემაში. ეს ითვალისწინებს იმას, რომ ყველა ის დარღვევა და რეაგირება, რაც იქნება არჩევნების დღეს და არჩევნებამდე, ყველა ინფორმაცია, თუ როგორ ხდება საარჩევნო პროცესის წარმართვა, თავს მოიყრის შტაბში. აქედან გამომდინარე სპეციალურ ტრენინგებს ჩავატარებთ პოლიტიკური პარტიებისთვის. ვეცდებით ეს გავაკეთოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მომავალში კვალიფიციურად მოხდეს ხმების დაცვა. გვექნება კოორდინაცია უბნებზე ყველა პარტიის წარმომადგენელთან. უახლოეს დღეებში მოვახდენთ შტაბის პრეზენტაციას. გაგრძელდება საჯარო შეხვედრები პოლიტიკური პარტიის ოფისებში, შემდეგი შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მომდევნო კვირას გაიმართება", - განაცხადა დავითაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო