მიხეილ ჩხენკელმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლად აშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა.

„სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ვეწვიე სოფელ ეწერის საჯარო სკოლას, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან თანამედროვე გარემოში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სოფელ ეწერის სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში