თამარ ბაჩალიაშვილის დედის მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დასრულდა.

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამუნა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, თეონა თამაზაშვილმა დაკითხვისას ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

„კითხვები მრავალი იყო, აქციაზე გაჟღერებული განცხადებიდან, ლამის გადავედით მთლიანად გამოძიების პროცესებზე. ცოტა გაკვირვება გამოიწვია, ველოდებოდით, განცხადებაზე და წყაროებზე კითხვებს, თუმცა, გადავედით 3 მაღალჩინოსანთან, ავტომობილთან. ქალბატონმა თეონამ ამომწურავი პასუხები გასცა", - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს კითხვები ჰქონდათ თეონა თამაზაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თამარმა გახსნა ფაილები, რომლითაც ირკვევოდა, რომ საქართველოს მთავრობის 3 მაღალჩინოსანი ყარაბაღის ომს იარაღით ამარაგებდა. ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ საკითხზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა, რაც დედამისს, თეონა თამაზაშვილს გააცნო, თუმცა, კონკრეტულად იარაღზე საუბარი არ ყოფილა.

"ოჯახს ჰერეთში ხშირად უწევდა გადასვლა. თამუნა რაღაც დეტალებზე ესაუბრებოდა დედამის, თუმცა, კონკრეტულად, იარაღზე - არა. თამუნამ თქვა, რომ რაღაც დაძაბულობა შეიძლება იყოსო, თეონა შეეკითხა " შენ რა იციო", თამუნამ უთხრა, "მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, იმდენო, რაც შენ არ იციო", ალაბთ, ეს ბევრი რაღაც გაახსენდა“, - განაცხადა რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილის დედა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025