კობა გვენეტაძე - დარწმუნებული ვარ, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და კიდევ უფრო გავაძლიერებთ არასაბანკო სექტორს

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და კიდევ უფრო განვავითარებთ და გავაძლიერებთ არასაბანკო სექტორს, - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის შეფასების დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის შეფასებით, არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა: ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურებოდა არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას. მისიამ მხარი დაუჭირა მიკრო სესხების სექტორისთვის ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებულ ახალ სტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ ბანკს პოლიტიკის მიზნების მიღწევაში. ახალმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გაწმინდა სექტორი სიცოცხლისუუნარო კომპანიებისგან და გააუმჯობესა მიკროსაფინანსო სეგმენტის რეპუტაცია. ბოლოდროინდელმა გაუმჯობესებულმა რეგულაციებმა და საზედამხედველო მიდგომებმა ნაწილობრივ შეამცირა ის მოწყვლადობა და რისკები, რომლებიც არასაბანკო სექტორში არსებობდა. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების საქმეში. მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებასა და სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რჩება გარკვეული საკითხები და გამოწვევები სექტორის ამჟამინდელი სტრუქტურიდან გამომდინარე, მისი სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიისთვის შთამბეჭდავი იყო არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა ცოდნისა და ექსპერტიზის დონე, რომელთაც ამ რეფორმების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და კიდევ უფრო განვავითარებთ და გავაძლიერებთ არასაბანკო სექტორს ”,- წერს სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძე.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო