პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული.

როგორც მან პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ტარდება.

„ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასკვნები უნდა მივიღოთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ხდება მოწმეთა ბაზის დაკითხვა, ამ ყველაფრის ამოწურვის შემდეგ მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის გარდა ბაჩალიაშვილის ავტომობილში ან ამოღებულ ნივთებზე სხვა პირის დნმ არ ფიქსირდება.

„ექსპერტიზით დადგენილია ეს ფაქტიც, სხვა უცხო პირის გენეტიკური პროფილის, დნმ-ის შემცველი რაიმე ინფორმაცია ავტომანქანაში ან ამოღებულ საგნებზე არ ფიქსირდება, ესაა დასკვნით დადასტურებული “,- განაცხადა პროკურორმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს