საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროატლანტიკური საბჭოს ვექტორის" თავმჯდომარის, სერგო ჯავახიძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია რეგისტრაციაში კანონის სრული დაცვით გაატარა.

მოსარჩელეს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 2 დღის ვადაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საკითხზე დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებდა, პარტია „ევროპულმა საქართველომ" ცესკო-ში რეგისტრაციის ვადები დაარღვია, რის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი აცხადებდა, რომ სარჩელი იურიდიულად გაუმართავი და უსაფუძვლო იყო.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა