ელენე ხოშტარია თბილისის მერს მიმართავს, საზოგადოებას აუხსნას, რამ გამოიწვია ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეჩერება

„ევროპული საქართველოს“ ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო გზა კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან „ის შეამცირებს წყნეთი-ბაგებიდან მომავალი მანქანების ზეწოლას თამარაშვილის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ ისედაც გაიზარდა დატვირთვა“. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაჩერებული მშენებლობის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგი ჩაატარა.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადის ზრდასა და მოსალოდნელ კოლაფსზე თბილისის მერია ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა, თუმცა მაისში გაფორმებული ხელშეკრულება მოულოდნელად ივნისში შეწყდა.

„მიზეზად კოვიდ კრიზისი დასახელდა, იმავდროულად, თბილისის მერიამ ას მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან სწორედ კოვიდ კრიზისის დროს გააფორმა.

ელენე ხოშტარია მიმართავს ქალაქის მერს, საზოგადოებას აუხსნას, რამ გამოიწვია ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეჩერება და დროულად დაიწყოს სამუშაოები, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს როგორც წყნეთსა და ბაგებში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას, ისე ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს