გია ხუხაშვილის შეფასებით, „ლელოს“ „მარშალის გეგმა“ რეალისტური და ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა

ექსპერტის გია ხუხაშვილის შეფასებით, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა - „მარშალის გეგმა“ რეალისტური და ეფექტურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, საქართველო ამბიციურ და თამამ რეფორმებს საჭიროებს, რასაც „ლელოს“ პროგრამა პასუხობს.

„ქვეყანაში გვჭირდება სერიოზული მოდერნიზაცია, სერიოზული გარღვევა. ასე ტაატით, სამწუხაროდ, იმ შედეგებზე ვერ გავალთ, რაც სახელმწიფოებრივად გვჭირდება. შესაბამისად, საჭიროა ამბიციური, თამამი და სისტემური გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა ამ მოთხოვნებს აშკარად პასუხობს და საინტერესოა სტიმულირების მოდელი, სამი მიზნობრივი ფონდის მეშვეობით და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომელიც მინახავს. რა თქმა უნდა, საჭიროა დეტალიზაცია, მეტი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ ეტაპზე ის ორიენტირები, რაც მოცემულია, საინტერესოდ გამოიყურება. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, ამასაც სჭირდება შესაბამისი სახელმწიფოებრივი გათვლა და რაც მთავარია, აღსრულება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება „ლელოს“ შანსებს არჩევნებზე, გია ხუხაშვილი აცხდებს, რომ „ჯერჯერობით „ლელო“ ვერ ახერხებს საკუთარ ამომრჩეველზე გასვლას“.

„ლელო“ ვერ ახერხებს საკუთარ ამომრჩეველზე გასვლას, იმ ამომრჩეველზე, რომელსაც არც წარსული უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არც აწმყო მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების სახით და ეძებს მომავლის არჩევანს და ასეთი შეთავაზება არის „ლელო“ თითქოს, მაგრამ ჯერჯერობით „ლელო“ ვერ ახერხებს ამ აქტივის კაპიტალიზაციას. მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებს, რაც, ბუნებრივია, არ არის საკმარისი, რომ ასეთი ამბიციური გეგმები იყოს განხორციელებული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ „მარშალის გეგმის” - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ლელოს“ „მარშალის გეგმა“ რეალისტური და ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა

ექსპერტის გია ხუხაშვილის შეფასებით, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა - „მარშალის გეგმა“ რეალისტური და ეფექტურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, საქართველო ამბიციურ და თამამ რეფორმებს საჭიროებს, რასაც „ლელოს“ პროგრამა პასუხობს.

„ქვეყანაში გვჭირდება სერიოზული მოდერნიზაცია, სერიოზული გარღვევა. ასე ტაატით, სამწუხაროდ, იმ შედეგებზე ვერ გავალთ, რაც სახელმწიფოებრივად გვჭირდება. შესაბამისად, საჭიროა ამბიციური, თამამი და სისტემური გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა ამ მოთხოვნებს აშკარად პასუხობს და საინტერესოა სტიმულირების მოდელი, სამი მიზნობრივი ფონდის მეშვეობით და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომელიც მინახავს. რა თქმა უნდა, საჭიროა დეტალიზაცია, მეტი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ ეტაპზე ის ორიენტირები, რაც მოცემულია, საინტერესოდ გამოიყურება. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, ამასაც სჭირდება შესაბამისი სახელმწიფოებრივი გათვლა და რაც მთავარია, აღსრულება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება „ლელოს“ შანსებს არჩევნებზე, გია ხუხაშვილი აცხდებს, რომ „ჯერჯერობით „ლელო“ ვერ ახერხებს საკუთარ ამომრჩეველზე გასვლას“.

„ლელო“ ვერ ახერხებს საკუთარ ამომრჩეველზე გასვლას, იმ ამომრჩეველზე, რომელსაც არც წარსული უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არც აწმყო მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების სახით და ეძებს მომავლის არჩევანს და ასეთი შეთავაზება არის „ლელო“ თითქოს, მაგრამ ჯერჯერობით „ლელო“ ვერ ახერხებს ამ აქტივის კაპიტალიზაციას. მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებს, რაც, ბუნებრივია, არ არის საკმარისი, რომ ასეთი ამბიციური გეგმები იყოს განხორციელებული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ „მარშალის გეგმის” - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია