გიორგი გახარია და ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014“-ში იმყოფებოდა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერი და მინისტრი საწარმოში თხილის მიღება-ჩაბარების სრულ პროცესს გაეცნენ, რომელიც თხილის მიღებას, გარჩევას, აწონვას, გაშრობას, ლაბორატორიულ კვლევასა და დასაწყობებას მოიცავს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობა შპს „კოკი 2014“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“(G-HIP) მხარდაჭერით, 2019 წელს აშენდა.

„კოკი 2014“-ის დამფუძნებლების ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად, სამეგრელოს რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს ემსახურება. საწარმოში ჯამურად 770 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია. საწარმოს საშრობის წარმოების მოცულობა 1 000 ტონა, ხოლო შენახვის - 500 ტონა თხილია.

"საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი და მინისტრი საწარმოს ტერიტორიაზე შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრნენ და მოუწოდეს, მაქსიმალურად ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი მეურნეობა და ხელი შეუწყონ როგორც საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, ასევე გახდნენ დამსაქმებლები. საწარმოში გიორგი გახარიასა და ლევან დავითაშვილთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა