ყურადღება მიაქციეთ ლიმფური კვანძების გადიდებას (R)

ბავშვებში, კიბოს ყველა სახეობიდან ყველაზე ხშირად გავრცელებულია ლიმფომა. მისი სიმპტომები ძალიან გავს გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს - დაღლილობა, ციებ-ცხელება და სხვა.

Acıbadem Maslak -ის კლინიკის ბავშვთა ონკოლოგი, პროფესორი ფუნდა ჩორაფჩიოღლუ ამბობს, რომ ლიმფომას შესაძლებელია თან ახლდეს ლიმფური კვანძების გადიდება სხეულის ნებისმიერ ნაწილში, ასევე ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება) და სპლენომეგალია (ელენთას გადიდება). თუმცა, გადიდებული ლიმფური კვანძები ყოველთვის არ მიუთითებს ლიმფომაზე, მაგრამ მათში მომხდარი ცვლილებების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

ყურადღება! ლიმფომა შეიძლება აგვერიოს გრიპთან!

პროფესორი ფუნდა ჩორაფჩიოღლუ ხაზს უსვამს, რომ დაღლილობა, ციებ-ცხელება, მადის დაკარგვა ნიშანდობლივია ლიმფომის დროს, მაგრამ ასევე ახასიათებს სხვა დაავადებებსაც. ეს კი - სიძნელეებს ქმნის დიაგნოზის დასმის დროს, შედეგად იკარგება ძვირფასი დრო. ლიმფური კვანძების გადიდება (უმეტესად ვლინდება კისრის, საზარდულის, იღლიების, ლავიწის ძვლის თავზე) შესაძლებელია გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის და გრიპის დროს, მაგრამ ასეთივე ნიშნები მიუთითებენ ლიმფომაზე. რაც უფრო მალე შეამჩნევენ მშობლები სახიფათო სიმპტომებს, მით უფრო მეტია შანსი დროული დიაგნოზის დადგენის და ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისათვის.

ბავშვთა ონკოლოგი, ფუნდა ჩორაფჩიოღლუ ამბობს: «ბავშვებში ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება ჯანმრთელობისთვის იყოს როგორც უსაფრთხო, ასევე ლიმფომის ნიშანი. ამიტომ თითოეული ცალკეული შემთხვევა უნდა იყოს განხილული ინდივიდუალურად, ანამნეზისა და ფიზიკური დათვალიერების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ტარდება შესაბამისი ტესტირება, სისხლის ანალიზი, ასევე ინიშნება მკერდის რენტგენი 2 პროექციაში, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბიოფსია. ყოველივე ეს ხელს უწყობს დროულ დიაგნოზის დადგენას დაავადების შეჩერებისთვის».

ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები!

პროფესორი ფუნდა ჩორაფჩიოღლუ ამბობს: «განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის მდგომარეობას, როდესაც ინფექცია, ციებ-ცხელება, წონის დაკარგვა, ღამის ოფლიანობა, ანემია და გამონაყარი მიმდინარეობს ლიმფური კვანძების 1სმ და მეტით გადიდებასთან ერთად. თუ კვანძები დიდია, ადვილად პალპირდებიან, მოძრავი არიან, ეს მეტყველებს მათ კეთილთვისებიან ხასიათზე. უმოძრაო კვანძები, რომლებიც კლასტერს (შეგროვებას) ქმნიან, შეიძლება მეტასტატიკურ კიბოს ან ლიმფომის შესახებ მეტყველებდნენ. მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ:

  • დაავადების დაწყების დრო;
  • პროგრესირებადია თუ არა დაავადება;
  • დაავადების დაწყებიდან, ლიმფური კვანძების რა რაოდენობამ მოიმატა ზომაში;

კვანძები, რომლების ზომა ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მცირდება, ექვემდებარებიან გამოკვლევას ბიოფსიის აღების მეშვეობით.

ადრეული დიაგნოსტიკა – სრული გამოჯანმრთელების შანსია!

ბავშვებში დაავადებების სტატისტიკა მეტყველებს, რომ ლიმფომა შედის ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვში და მესამე ადგილს იკავებს ლეიკემიისა და ცენტრალური ნერვიული სისტემის სიმსივნეების შემდეგ.

პროფესორი ფუნდა ჩორაფჩიოღლუ ამტკიცებს: «ადრეული დიაგნოსტიკა ლიმფომის დროს, მკურნალობის სრული წარმატების გარანტიას იძლევა. ამიტომ დიაგნოზის დროულად დასმისათვის, საჭიროა ბავშვების ზედმიწევნით გამოკვლევა».

ექიმი გვირჩევს, მივაჩვიოთ ბავშვები ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს. ისინი ასევე არ უნდა იმყოფებოდნენ თამბაქოს მოსაწევ ადგილებში.

მაგრამ მთავარია – დროულად ჩატარებული გამოკვლევა! რაშიც კლინიკა Acıbadem Maslak-ის გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებათ.

ყურადღება! ლიმფომა შეიძლება აგვერიოს გრიპთან!

Acıbadem -ის კლინიკათა ქსელის ბავშვთა ონკოლოგი ფუნდა ჩორაფჩიოღლუ ხაზს უსვამს, რომ დაღლილობა, ციებ-ცხელება, მადის დაკარგვა ნიშანდობლივია როგორც ლიმფომის, ასევე სხვა დაავადებების დროსაც. მშობლები, რაც უფრო მალე შეამჩნევენ სახიფათო სიმპტომებს, მით უფრო მეტი შანსი არის დროული დიაგნოზის დადგენის და ბავშვის გადარჩენისათვის. წაიკითხეთ მეტი...

თბილისი, ჭავაჭვაძის გამზირი 58, ტელ: 0322 158500;

ბათუმი, ვ.გორგასლის 156, ტელ: 0422 223000.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს