რომან გოცირიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - "ნეტარ არიან მორწმუნენი"

ნეტარ არიან მორწმუნენი, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ- ქალაქში" სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, როცა ვაშაძე პრემიერი იქნება, სხვებს აღმშნებლობის სტრატეგიის განრიგზე მოუწევთ აწყობა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მისსავე საარჩევნო კამპანიას ვნებს.

"კიდევ კარგი, რომ არსებობს ხატოვანი გამოთქმა და რაღაც ახალი სიტყვების ძიება არ მიწევს - "ნეტარ არიან მორწმუნენი". ყველა პარტიას, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, აქვს უფლება დაასახელოს საკუთარი პრემიერობის კანდიდატი, ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი. ეს არის ნორმალური წესი ევროპული დემოკრატიისა, მაგრამ როცა პარტია, რომელსაც ერთ პროცენტიანი შანსი აქვს, ასეთი დიდი, პომპეზური გეგმებით გამოდის, ეს პირიქით, უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო კამპანიაზე და იციან ევროპულმა პარტიებმა, რა დონის განაცხადი გააკეთონ არჩევნების პროცესში", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, გადაცემა "პოლიტ- ქალაქში" გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იქნება, სხვებს იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა