თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების დღეს თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, არ ჩატარდება, რადგან ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებისთვის ცალკე სივრცის გამოყოფა არ განიხილება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კენჭისყრის დღეს პირბადის ტარება როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, სავალდებულო იქნება.

ამასთან, როგორც თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, თერმოსკრინინგი ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს არ ჩაუტარდებათ.

„ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად რა იქნება კენჭისყრის დღეს. ველოდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იცვლება მოცემულობები, თუმცა, არის საკითხები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით იმას, რომ კენჭისყრის დღეს, პირბადის ტარების ვალდებულება ექნება ყველას, მათ შორის ამომრჩეველსაც, იმ დამკვირვებლებს, იმ კომისიის წევრებს, რომლებიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში არიან თითქმის 24-საათიან რეჟიმში.

რა თქმა უნდა, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, პირბადე არის ის ალტერნატივა და აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება (ერთი დადგენილება უკვე მიღებული გვაქვს), რომელიც არეგულირებს წინასაარჩევნო პერიოდში როგორი იქნება ცესკოსთან, საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მათ შორის საუბნო კომისიებთან შესვლა- გამოსვლის წესები. ამრიგად, თერმოსკრინინგი, როგორც მოთხოვნა იქნება ყველა შენობის შესასვლელში. უბრალოდ ეს არ არის დღესდღეობით გავრცელებული და არ ვრცელდება კენჭისყრის დღეზე. ყველა შემსვლელს, ჩართულ მხარეს, პარტიას, კანდიდატს, როცა კომისიასთან ექნება ურთიერთობა, მას აუცილებლად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებისთვის ცალკე სივრცე არ გამოიყოფა.

„ცალკე სივრცის პრობლემა არის. ჩვენ, სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ცალკე სივრცის საშუალებას და ეს არის პრობლემა. არის ქვეყანა, რომელმაც ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებს ცალკე სივრცე გამოუყო, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან კონტაქტი მცირე ხნიანი იქნება, ამომრჩეველი დაცული იქნება. თან, სიცხის და ტემპერატურის მიზეზი ვერ გვეცოდინება მინიმუმ, ერთი დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, თერმოსკრინინგი იმუშავებს კენჭისყრის დღის გარდა ყველა სხვა პროცესისას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს