ახალგაზრდობის სააგენტო პროექტის „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ მხარდასაჭერად სამეგრელოს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, სააგენტო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ მიმდინარეობის შესაფასებლად, სამეგრელოს ეწვია.

„ხსენებული პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობას და ადგილზე ახალგაზრდებში იმ კომპეტენციების გადაცემას, რომლებიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს და სამ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ტრენინგ კურსს, რომელშიც სამეგრელოს 8–ვე მუნიციპალიტეტიდან 14–25 წლამდე 25 ახალგაზრდაა ჩართული.

სასწავლო ვიზიტებს, რომელსაც ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები რეგიონში განახორციელებენ 4 მიმართულებით, რის შემდეგაც 8–ვე მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფებს შექმნიან და ადგილზე ახალგაზრდების საჭიროებებზე დაფუძნებით საპროექტო წინადადებებს მოამზადებენ, რომლებიც პროექტის განვრცობის მიზნით, პროექტის ფარგლებშივე დაფინანსდება და განხორციელდება. საერთო ჯამში პროექტ „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ სამეგრელოში 225 ბენეფიციარს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მოხალისეობრივად არიან დასაქმებული ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს