„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ზესტაფონის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააჟღერა.

მან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე „ეკოლოგიკა 2019“ შეაჯამეს და პროექტის მომავალი სეზონი დააანონსეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ რვა წარმატებულ აბიტურიენტს და ახლა უკვე სტუდენტს, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჟესტით წავახალისოთ ის მოზარდები, რომლებმაც მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეხვედრა ზესტაფონსა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან, მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ზესტაფონის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააჟღერა.

მან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე „ეკოლოგიკა 2019“ შეაჯამეს და პროექტის მომავალი სეზონი დააანონსეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ რვა წარმატებულ აბიტურიენტს და ახლა უკვე სტუდენტს, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჟესტით წავახალისოთ ის მოზარდები, რომლებმაც მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეხვედრა ზესტაფონსა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან, მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა