რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება” მთელი თავისი სახით, ქმედებით, კანონებით, არის აღიარება წარუმატებელი დანაშაულებრივი ხელისუფლების

„ქართული ოცნება” მთელი თავისი სახით, ქმედებით, კანონებით, ეს არის აღიარება წარუმატებელი დანაშაულებრივი ხელისუფლებისა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას „ნაცების ბოლო დღეების 5 აღიარებასთან” დაკავშირებით. გოცირიძე აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან არასერიოზულს უწოდებს.

„ეს არის აღიარება, რომელიც დამღასავით აქვთ - აღიარება ანტიქართველობისა, როდესაც აქ გავრილოვი შემოიყვანეს. ამიტომ 5 აღიარება და „5 მცნება“ არასერიოზულია „ქართული ოცნების” მხრიდან”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარ „ფეისბუქ” გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის” 5 აღიარების” შესახებ დაწერა.

„ნაცების“ ბოლო დღეების 5 აღიარება: სააკაშვილმა აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ „ვორდინგში" სიტყვა დანაშაული სიტყვა შეცდომით ჩაანაცვლა; გვარამიამ აღიარა, რომ ოჯახის სიყვარული ავადმყოფობად მიაჩნია; „ნაცებმა“ აღიარეს, რომ მათი პარტია მართლაც კრიმინალური ოპოზიციაა და გეგმაში მხოლოდ არეულობა აქვთ, რადგან მათ ლუსტრირებული (მსჯავრდებული) და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს; ვაშაძემ აღიარა, რომ სააკაშვილი მისთვის უკვე ფულის მსხვილ კუპიურასთან ასოცირდება; და ბოლოს, ჩერგოლეიშვილმა აღიარა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - „ნაცები“ და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს. თქვა, რომ ისინი კვლევებში მალავდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ თავად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ნახევარიც კი არ უჭერდა მხარს სააკაშვილის პრემიერობას. სამწუხარო ისაა, რომ ამ კვლევებს ხშირად ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, რომლებსაც ისევე ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას“, - წერს მდინარაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს