მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელს ნავალნის საქმის კონტექსტში გაზსადენის მშენებლობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ფრთხილი პოზია უკავია

გერამინიის კანცლერი ანგელა მერკელი და მისი მთავრობის წარმომადგენლები ცდოლობენ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვის წინააღნდეგ სანქციების ფარგლებში რუსულ-გერმანული გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერების იდეა შეასუსტონ - ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მერკელმა, მის კონსერვატიულ საპარლამენტო ფრთასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ მერკელმა ნავალნიზე თავდასხმის გამო ევროკავშირს რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, თუმცა გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით ფრთხილი პოზიცია დაიკავა.

შეხვედრის მონაწილეთა ინფორმაციით, მერკელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ხალხის ნაწილი ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების კონტექსტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე საუბრობს, თუმცა მისივე თქმით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, მერკელმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის დონეზე ბევრი მკაფიოდ არ აკავშირებს ერთმანეთთან ნავალნის საქმესა და გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას“.

ინფორმატორების ცნობით, რალფ ბრინკჰაუსმა, რომელიც მერკელის პარტიაში საპარლამენტო ჯგუფის ლიდერია, ასევე ფრთხილი შეფასებები გააკეთა გაზსადენის მშენებლობის შეჩერების მიმართულებით.

რაც შეეხება გერმანიის ეკონომიკის მინისტრ პიტერ ალტმაიერს, მისი აზრით რუსეთის მსგავსი ქვეყნები სანქციების გამო პოზიციებს არ იცვლიან, ამიტომ კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება ხშირად უფრო ეფექტურია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა