რომან კაკულია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხანდახან ისე გელაპარაკება, გეგონება, სხვა ქვეყანას წარმოადგენს შენს ქვეყანაში

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხანდახან ისე გელაპარაკება, გეგონება, სხვა ქვეყანას წარმოადგენს შენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

რომან კაკულიას შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე უკიდურესობაა, თუმცა, მათ აღნიშნული მოტივაციის შექმნაში „ვერ ასწრებს“.

რომან კაკულიას თქმით, მთავარია ხალხმა ქვეყანა ანდოს პოლიტიკურ ძალას, რომელიც შიდა მოტივაციებით იმართება.

„არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთა ქმედებასაც რომ ვუყურებ, მგონია, რომ ისინი სხვა ქვეყანას წარმოადგენენ ჩემს ქვეყანაში და არა პირიქით. „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ხანდახან ისე გელაპარაკება, გეგონება სხვა ქვეყანას წარმოადგენს შენს ქვეყანაში. „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება, მეორე უკიდურესობაა, თუმცა მათ ნამდვილად ვერ ასწრებს ამ მოტივაციის შექმნაში. როდესაც ადამიანები საკუთარი აზროვნებით კი არ იმართებიან, არამედ მათი პოლიტიკური ხედვის ავტორები არიან რაღაცა....

„ჯერ თავო და თავო“, ხომ გაგიგიათ, ქვეყნებიც ასე არიან. შენ თუ ქვეყანას შენი მოტივაციით არ წარმოადგენ, იმიტომ კი არა რომ ის სხვა ქვეყანაა, ან ბოროტი განზრახვით არის შენ მიმართ, ის საკუთარ მოტივაციაზეა. მთავარია, რომ ქვეყანა ხალხმა ანდოს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შიდა მოტივაციებით იმართება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანია და არ ჰგავს სხვა ქვეყნის წარმომადგენლობას ქვეყანაში“, - განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს.

„ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში მართლა უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის, ორპოლუსიანობა არის „ქართული მარში“ და „გირჩი“. ეს არის ორი პოლუსი, რომელიც უნდა დამთავრდეს. ვიდრე ჩვენ ამ ორი პოლუსის გარჩევამდე არ მივალთ, პოლიტიკური პროცესი არც კი შედგება საქართველოში. არის ის, რასაც გირჩი მხოლოდ დადებითს ამბობს და ამ ხედვაში რა ფასია გადასახდელი არ ამბობს, არის რაღაც პოზიტიური წამოწეული მაგალითად, „ქართული მარშის“ მიმართ, მაგრამ ამაში რა ფასი უნდა გადავიხადოთ, არავინ ამბობს. შუაში კი არის უშველებელი სივრცე, რომელიც უნდა შეივსოს“, - განაცხადა კაკულიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე