BBC - ინგლისში 14 სექტემბრიდან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება

ინგლისში 14 სექტემბრიდან, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, გარკვეული გამონაკლისების გარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, დეტალებზე ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

აკრძალვა გავრცელდება შეხვედრებზე შენობის შიგნით და გარეთ, პარკებზე, კლუბებზე, რესტორნებსა და ბარებზე.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ შესაბამისი აკრძალვა არ შეეხება სკოლებს, ქორწილებს, დაკრძალვის ცერემონიებს და სპორტულ ღონისძიებებს, თუკი კოვიდუსაფრთხოება დაცული იქნება.

გამონაკლისი ასევე იქნება დაშვებული, სადაც ოჯახის ექვსი წევრია.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულზე სრულ ჩამონათვალს მთავრობა მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ქვეყანაში, კვირის შემდეგ, საერთო ჯამში, კორონავირუსის 8 396 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მხოლოდ სამშაბათს ეს რიცხვი 2,460 იყო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა