„სინოჰიდრო“ - პანდემიის მიუხედავად, კომპანია საქართველოში გზების მშენებლობას რეგულაციების დაცვით აგრძელებს

საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების მიუხედავად, კომპანია POWERCHINA/Sinohydro ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას რეგულაციების დაცვით, შეფერხების გარეშე განაგრძობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„სინოჰიდროდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად, POWERCHINA /Sinohydro ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს.

„ეს არის რთული და საპასუხისმგებლო პროექტი, განსაკუთრებით, ამ ვითარებაში. თუმცა, შემიძლია, დარწმუნებით განვაცხადო, რომ კომპანიას აქვს ამ სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება. ასევე, მზად ვართ, გავითვალისწინოთ და დავიცვათ ყველანაირი რეკომენდაცია და რეგულაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დააწესებს. ჩვენ ხარისხიანად და დათქმულ დროში ჩავაბარებთ აღნიშნულ პროექტს,“ - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.

„აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ დასჭირდება ტექნიკური თუ ადამიანური რესურსის საზღვარგარეთიდან შემოყვანა, შესაბამისად, სავალდებულო კარანტინის გამო სამუშაოების დაწყება არ შეფერხდება. POWERCHINA /Sinohydro-ს როგორც ტექნიკური, ისე თანამშრომლების ბაზა საქართველოშიც აქვს. სამშენებლო სამუშაოებში ჩართულები იქნებიან როგორც ქართველი, ისე - უცხოელი სპეციალისტები.

პროექტს, რომელზეც ამ ეტაპზე POWERCHINA /Sinohydro მუშაობს, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს. ეს არის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი, რომელიც სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. აქედან, კომპანია POWERCHINA /Sinohydro ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს და 2 ზოლია ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს.

POWERCHINA 2020 წელს იკავებს 157-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში. გარდა ამისა, ამავე წელს, კომპანიამ 150 დიზაინერულ ფირმას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ POWERCHINA ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ”,-აღნიშნულია „სინოჰიდროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო