ამირან გამყრელიძე - 24 საათის კვლევების რაოდენობით, 9 ათასს გადავაჭარბეთ

დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში PCR ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. 24 საათის კვლევების რაოდენობით, 9 ათასს გადავაჭარბეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, 10 სექტემბრის დილისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 1830 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მის თქმით, 09:00 საათისთვს 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 26 თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს დადასტურებული 57 შემთხვევიდან 5 უკავშირდება ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერს; 14 ასევე ბათუმის კლასტერს; 18 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია; 3 არის იმპორტირებული შემთხვევა, ამ იმპორტირებულიდან 2 შემთხვევაში სატვირთო ავტომობილის მძღოლია; 4 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერებში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისაა; 8 შემთხვევაზე ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს და 5 სამედიცინო პერსონალია.

„ამ 57 შემთხვევიდან 25 პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება ბათუმს, რომელიც ქვეყანაში კვლავ რჩება ცხელ წერტილად. შესაბამისად, აჭარის რეგიონში და კერძოდ ბათუმში კვლევები და ადამიანების ადრეული იდენტიფიცირების პროცესი გაფართოებულია. სამ კარავს კარვები კიდევ დაემატა. იქ, ადამიანების ტესტირება ნებაყოფლობით მიმდინარეობს. ბათუმის ლაბორატორიებს თანდათან ვახმართ იმერეთის და თბილისის ლაბორატორიებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა