კოლუმბიაში სამართალდამაცვებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ აქციები კოლუმბიაში ოთხშაბათს საღამოდან მიმდინარეობს. პროტესტი პოლიციის მიერ დაკავებული 46 წლის მამაკაცის, ხავიერ უმბერტო ორდონეზის დაღუპვას მოჰყვა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სოციალური დისტანციის წესის დარღვევის გამო დაკავებულ მამაკაცს პოლიციელები ზურგზე მუხლს აჭერენ. ისმის დაკავებულის ხმა : „გთხოვთ, გამიშვით, ვიგუდები“. ორდონეზი ოთხშაბათს დილით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ დაკავებულზე პოლიციამ იძალადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს