მეუფე ნიკოლოზი - არავის აქვს უფლება ისარგებლოს ჩვენი ატრიბუტიკით, თვითმარქვია თუ არის ვინმე, ალბათ, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს

საეკლესიო რეგულირებაში გვაქვს, რომ არავის აქვს უფლება ისარგებლოს ჩვენი ატრიბუტიკით, თვითმარქვია თუ არის ვინმე, ალბათ, ეს სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა და გავრცელებით დაემუქრა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, კანონი ყველასთვის უზენაესია.

„პირველად მესმის, მაგრამ თქვენ რასაც ჰყვებით, ამაზრზენი ფაქტია, რა თქმა უნდა, რა კომენტარი უნდა. მე პირადად, თვალებში შემიძლია, შევხედო ყველას: ადამიანებს, ორგანიზაციებს და ვთქვა, ხმამაღლა, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ არის კანონის დამრღვევი, სასულიერო პირია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, სხვა უწყების წარმომადგენელი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, კანონი უნდა იყოს უზენაესი.პირველად მესმის ეს ამბავი თქვენგან.

ჩვენ საეკლესიო რეგულირებაში არის ასეთი რამ, რომ არავის აქვს უფლება ისარგებლოს ჩვენი ატრიბუტიკით, ანაფორით. ეს იყიდება მაღაზიაში და შეუძლია, ყველას იყიდოს, მაგრამ არ უნდა ატაროს, კანონი კრძალავს ამას. თვითმარქვია თუ არის ვინმე, ეს ალბათ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ ვმუშაობთ, რომ გამოვავლინოთ“, - განაცხადა მან.

ცნობისათვის, შსს-ის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და რომელმაც არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა და გავრცელებით დაემუქრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო