იაპონიის მმართველმა პარტიამ შინზო აბეს მემკვიდრედ იოშიჰიდე სუგა აირჩია

იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრებმა პარტიის ახალი პრეზიდენტის არჩევის მიზნით დღეს კენჭისყრა გამართეს. შიდა არჩევნებში იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიჰიდე სუგამ გაიმარჯვა. მის გარდა კენჭს იყრიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიგერუ იშიბა და იაპონიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფუმიო კიშიდა. შინზო აბეს ახალი მემკვიდრე, იოშიჰიდე სუგა 71 წლის არის. იოშიჰიდე სუგას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.

იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიულ“ პარტიას 400-მდე წევრი ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში.

შეგახსენებთ, შინზო აბემ, რომელსაც იაპონიის ისტორიაში მთავრობის მეთაურის პოსტი ყველაზე ხანგრძლივი ვადით ეკავა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკუთარი სურვილით, რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
იაპონიის მმართველმა პარტიამ შინზო აბეს მემკვიდრედ იოშიჰიდე სუგა აირჩია

იაპონიის მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრებმა პარტიის ახალი პრეზიდენტის არჩევის მიზნით დღეს კენჭისყრა გამართეს. შიდა არჩევნებში იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიჰიდე სუგამ გაიმარჯვა. მის გარდა კენჭს იყრიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიგერუ იშიბა და იაპონიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფუმიო კიშიდა. შინზო აბეს ახალი მემკვიდრე, იოშიჰიდე სუგა 71 წლის არის. იოშიჰიდე სუგას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.

იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიულ“ პარტიას 400-მდე წევრი ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში.

შეგახსენებთ, შინზო აბემ, რომელსაც იაპონიის ისტორიაში მთავრობის მეთაურის პოსტი ყველაზე ხანგრძლივი ვადით ეკავა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკუთარი სურვილით, რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს