ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პირველი დადებითი ნიშნები, რაც ეკონომიკაში გაჩნდა, გავაძლიეროთ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პირველი დადებითი ნიშნები, რაც ეკონომიკაში გაჩნდა, გავაძლიეროთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს“ და იმ ობიექტებშიც კი, რომელთა თანამშრომლებსაც ვირუსი დაუდასტურდა, მუშაობა არ შეფერხებულა. მისივე თქმით, მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება, თუმცა მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა.

„საქართველო და მთავრობა ვართ იმდენად მომზადებულები, რომ შეგვიძლია სრულად გავუმკლავდეთ არსებულ ვითარებას და ეპიდემიას მასშტაბური საკარანტინო ღონისძიებების, მსხვილი ბიზნესების დახურვის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს. ვინაიდან უკვე ადაპტირების ეტაპზე გადავედით, რაც ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაგრძელდეს, ბიზნესმა შექმნას დოვლათი, საჯარო უწყებებმა შეფერხების გარეშე იმუშაონ, ამ ადაპტირების პროცესში ძირითად აქცენტს წერტილოვან გამოვლენაზე ვაკეთებთ და უკვე გვაქვს შემთხვევები, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომლებს გამოუვლინდა ვირუსი, ამან ზოგადად არ შეაფერხა ამ ორგანიზაციების მუშაობა. მაგალითად, „ენგურჰესი“ სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ამ ობიექტის მუშაობას არაფერი ემუქრება, ასევე ბათუმის იუსტიციის სახლი, მედიაშია ასეთი შემთხვევები და სხვა“,-აღნიშნა თურნავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას