კომპანიამ Appidea ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ Appidea - მ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, Appidea 2014 წელს დაარსდა და უფასო (F2P) მობილური თამაშების დეველოპერია.

"Appidea პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის და აქვეყნებს მობილურ თამაშებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფელი მოიცავს 16 თამაშსა და 2 აპლიკაციას. კომპანიის პროდუქტების ჩამოტვირთვების უმეტესობა აშშ -დან არის, თამაშები ასევე პოპულარულია აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებში. კომპანიას აქვს, როგორც საშუალო ხანგრძლივობისა და სირთულის (mid-care), ასევე ყოველდღიური/მარტივი (casual) თამაშების შექმნის ექვსწლიანი გამოცდილება და ორიენტირებულია უმეტესწილად დინამიკურ/საბრძოლო და სათავგადასავლო ჟანრზე. მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია გეგმავს შექმნას ორი უფასო თამაში IOS - სა და Android - ის პლატფორმებისთვის.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ