პროკურორი - საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ამ კონკრეტულ ადგილზე იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა, ობიექტური გამოძიების ფარგლებში, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა

საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ამ კონკრეტულ ადგილზე იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა, ობიექტური გამოძიების ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა, - ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს შესთავაზეს, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს.

„როგორც ცნობილია, მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც ბუნებრივია ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკაციას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ კონკრეტულ ადგილზე. მიუხედავად ამისა, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა, რომ მონაწილება მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში. დანარჩენს გვიჩვენებს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და ამ დოკუმენტზე დანიშნული ექსპერტიზები“ , - აცხადებს კოტრიკაძე.

როგორც პროკურორმა განმარტა, რამიშვილის ინფორმაციით, ანოტაცია თეთრიწყაროში ერთ-ერთ ტერიტორიაზე იპოვა, რომელიც პროკურორის მტკიცებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული არ არის.

შეგახსენებთ, დღესვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

როგორც ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა