თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საკალმახე „ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საკალმახე "ვილა ალგეთის" ტერიტორია საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმა ყვითელი ლენტით შემოღობეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფება.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ საკალმახეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი ჰქონდეს.

„ ძალიან იდეალური ადგილია შავბნელი საქმეების შესასრულებლად. მე არაფერს ვამტკიცებ, რომ მაინდამაინც იქ მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა, მაგრამ არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც კავშირში არის ამ ყველაფერთან.

თუნდაც ის გადაკრული ლოგინი, რატომ არ უნდა აალაგო 4 წლის მანძილზე, როდესაც არ ფუნქციონირებს. ასევე ნაცრის არსებობა და შეშაც. მსხვილი ბუზები,, რაც იყვნენ ჩემი შვილის მანქანაში, ისეთივე ბუზები დაფრინავდნენ იქ “, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, დღესვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

როგორც ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები დღეს თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.

ამასთან, დღეს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ობიქტური გამოძიების ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიგეგმა. პროკურორის თქმით, მოხდა შეთავაზება რამიშვილთან, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთოს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო